საქართველო

თამთა მელაშვილი: ახალი, უშიშარი ხმა

თამთა მელაშვილი 1979 წელს დაიბადა ამბროლაურში. დღეს ავტორი თბილისში ცხოვრობს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მკვლევარია. თამთა ფემინისტი აქტივისტია. სწავლობდა გენდერის კვლევებს ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. თამთას მოთხრობები პირველად ონლაინ გავრცელდა სხვადასხვა ლიტერატურულ ვებსაიტებზე, მოგვიანებით კი სხვადასხვა ანთოლოგიებში იქნა შეტანილი. 2010 წელს მწერალმა სადებიუტო რომანი „გათვლა“ გამოსცა, რამაც მას დიდი წარმატება მოუტანა. კრიტიკოსების შეფასებით რომანი „ახალი, სრულიად გამორჩეულ ხმა“ იყო ლიტერატურაში. წიგნმა საბას ლიტერატურული პრემია მიიღო 2011 წელს. „გათვლა“ ხუთ ენაზეა თარგმნილი. თამთა მელაშვილი თამამი და უშიშარი ხმაა ქართულ ლიტერატურაში, იგი თავის ნარატივებში ამბების დაფარულ მხარეებს ავლენს.