საქართველო

პაატა შამუგია: ვეფხისტყაოსანი

“ყოველთვის მსურდა, დამეწერა ცუდი ლექსები, მაგრამ ეს ისეთ ტიტანურ შრომას მოითხოვს, იძულებული ვარ, გენიალურ ლექსებს დავჯერდე.” - წერს პაატა თავის ერთ-ერთ ლექსში პოეტობის გამოცდილების შესახებ.

პაატა შამუგია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტი ქართულ ლიტერატურულ სცენაზე, 1983 წელს აფხაზეთში დაიბადა. იგი არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი, მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია, „საბა“.

პაატამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით. 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს. ფართო საზოგადოებისათვის პაატა შამუგია ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით „ანტიტყაოსანი“. წიგნმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და გამოცემიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ბეჭდური პრესისა და ტელევიზიის განხილვის საგანი იყო.

პაატა დაინტერესებულია ვებ–დეველოპმენტით. იგი არის თანამედროვე ხელოვნების ონლაინ პორტალის demo.ge-ს რედაქტორი.

2014 წელს გამომცემლობა ინტელექტმა პოეტის ლექსების კიდევ ერთი გაბედული კრებული „შიზოგადოება“ გამოსცა, რამაც პაატას „საბას“მეორე პრემია მოუტანა. იგი პირველი ავტორია, რომელმაც პრემია ერთსა და იმავე კატეგორიაში ორჯერ მიიღო.